მთავარი » 2018 » თებერვალი » 18 » 10 ჯიშის ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება
2:53 PM
10 ჯიშის ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება

                                                     10 ჯიშის ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება

 

 

მსოფლიოში მსხვილი რქოსანი საქონელის ასობით ჯიშია ცნობილი, მათ შორის არის ძროხის ის სახეობებიც, რომელთა ნახვაც ნებისმიერ ჩვენგანს სოფლისაკენ მიმავალ გზაზე შეუძლია.

როგორც წესი, ძროხების კლასიფიცირება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება: სახორცე, სარძეო და კომბინირებული ჯიშები. ფერმერი თუ უბრალოდ გლეხი კი არჩევანს საკუთარი პრიორიტეტის მიხედვით აკეთებს და სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, წარმატებული აგრობიზნესმენი ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ გინდათ, რომ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი რძე, უნდა გყავდეთ ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება. ასეთი ძროხების ჩამონათვალი კი არც თუ მწირია.

გთავაზობთ ძროხის 10 ჯიშს, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება.

1. ჰოლშტეინის მსხვილფეხა - 10 200 ლიტრი წელიწადში

                                  

ჰოლშტეინის მსხვილფეხა მსოფლიოში საუკეთესო ძროხაა, ბევრი და ხარისხიანი რძის საწარმოებლად. 365 დღის განმავლობაში ერთი ინდივიდის ანგარიშზე 30 ათასზე მეტი ლიტრი რძე ირიცხება, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია.

2. ნორვეგიული წითელი - 10 ათასი ლიტრი წელიწადში

 

ნორვეგიული წითელიც საკმაოდ პროდუქტიული ცხოველია, მისი რძე კარგი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობებში ის ფართოდ არის გავრცელებული.

3. კოსტრომა - 10 ათასი ლიტრი წელიწადში

გარდა იმისა რომ ეს ძროხა რძის წარმოებისა და გადამუშავებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, მისი განსაკუთრებულობა მის დღეგრძელ სიცოცხლეშიც მდგომარეობს, რადგან კოსტრომის ძროხა საშუალოდ 25 წლამდე ცოცხლობს.

4. ყავისფერი შვეიცარიული - 9 ათასი ლიტრი წელიწადში

  

ყავისფერი შვეიცარიული წლის განმავლობაში 9 ათას ლიტრ რძეს იწველება, მისი რძე კი ფართოდ არის გავრცელებული ყველის მწარმოებლებში, რომელთა მიზანიც ხარისხიანი და გემრიელი ყველის წარმოებაა.

5. შვედური წითელი - 8 ათასი ლიტრი წელიწადში

შვედური წითელი ძროხა, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, მსოფლიოში წითელი და თეთრი შეფერილობით არის გავრცელებული. ეს ჯიში თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს ერთგულ და შეუდარებელ სამსახურს უწევს. თითო ინდივიდი კი წლის განმავლობაში 8 ათას ლიტრ რძეს იწველება.

6. ერშაირი - 7 831 ლიტრი წელიწადში

ერშაირის ჯიშის ძროხები დიდ ხანს ცოცხლობენ და სხვებთან შედარებით, ძალიან სწრაფადაც იზრდებიან, შესაბამისად, ის გაცილებით სწრაფად გაძლევთ ბევრ და ხარისხიან რძეს.

7. ანგლენის პირუტყვი - 7 570 ლიტრი წელიწადში

 

ანგლენის პირუტყვი საკმაოდ პროდუქტიულია და მისი რძე დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რაც მას განსაკუთრებულად გემრიელსა და მოთხოვნადს ხდის.

8. გერსეი - 7 363 ლიტრი წელიწადში

 

ამ ჯიშის ძროხა წელიწადში 7 ათას ლიტრზე მეტს იწველება, მისი რძე კი შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი.

9. შორნორნის ძროხა - 7 ათასი ლიტრი წელიწადში

შორნორნის ძროხა თავისი ვიზუალით განსხვავებულია, მისი ყავისფერი სხეული, რომელიც 640 კილოგრამს იწონის, დაფარულია თეთრი და მოწითალო წინწკლებით.

10. ფაი რუჟი - 6 900 ლიტრი წელიწადში

მიუხედავად იმისა რომ ფაი რუჟი უფრო კომბინირებულ ძროხების რიგს მიეკუთვნება, გარდა იმისა, რომ მას ხარისხიანი ხორცის წარმოებისათვის იყენებენ, ის იმ ძროხების ათეულშიც ხვდება, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის რძის წარმოებით გამოირჩევიან. 

ნანახია: 642 | დაამატა: hak | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar