მთავარი » 2018 » თებერვალი » 28 » ბ რ ო წ ე უ ლ ი
9:38 PM
ბ რ ო წ ე უ ლ ი

მიწას. ნერგის დარგვის სიღრმე 7-10 სმ-ია, ასეთ შემთხვევაში კარგად ვითარდება დამატებითი ფესვები. დარგვისას დატკეპნეთ, რომ გამოიდევნოს ჰაერი. დარგვის სქემა 5 X 4 , 5 X 3 , 4 X 3 . გასხვლა-ფორმირება ბუჩქის ფორმირებისას ტოვებენ ძირითადად ჩონჩხის 4-6 ღერძს. გაზაფხულზე ან მოსავლის აღების შემდეგ აცლიან დაზიანებულ, გამომშრალ ტოტებს, შტამბის წანაზარდებს და ფესვის ამონაყარს. ბროწეული ნაყოფს იძლევა როგორც წინა წლების (განსაკუთრებით 2-3 წლის) ასევე ახალ ტოტებზე. ამასთან კარგი მოსავლის ძირითადი ნაწილი ძველ ტოტებზე მოდის, ხოლო ახალზე ნაყოფი მცირე რაოდენობის და ნაკლები ხარისხისაა, ამიტომ ყოველ წელს ჩვეულებრივ გასხვლასთან ერთად აცილებენ ახალი ტოტების 50%-. მოვლა ბროწეული სინათლის მოყვარული, გვალვა და ყინვაგამძლე (იტანს — 160C) მცენარეა. ბროწეული, ერთის მხრივ, ამჟღავნებს რა გვალვაგამძლეობის უნარს, მეორე მხრივ, მოითხოვს საკმაო ტენს ნიადაგში და მაღალ მოსავალს მხოლოდ მორწყვის დროს იძლევა. ზედმეტმა მორწყვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფესვების დალპობა. უფრო მეტი გვალვაგამძლეობა ახასიათებს ველურ ბროწეულს, ვიდრე კულტურულს. მიუხედავად იმისა, რომ ბროწეული საკმაოდ გვალვაგამძლეა, ნიადაგის ზედმეტად გაუწყლოება იწვევს მცენარის ზრდის შენელებას, ხოლო ძლიერი გვალვის დროს ზრდა მთლიანად ჩერდება, ადგილი აქვს ყლორტებისა და ფოთლების წვერის ხმობას, ფოთლების გაყვითლებას და ცვენას. ბროწეულის მოვლა ძირითადად გამოიხატება, დროულ და ზომიერ მორწყვაში, ბუნებრივ მულჩირებაში, საჭიროებისამებრ ორგანულ (ან მინერალურ) კვებაში, ბუჩქის ფორმირებასა და გასხვლაში. მავნებელ-დავადებები სხვა მრავალწლიანი კულტურებისგან განსხვავებით, ბროწეულს წამლობა ნაკლებად სჭირდება. ბროწეულს ძირითადად აზიანებს ნაყოფჭამია, ბუგრი, ტკიპა; ავადდება ფომოფსისით (ტოტების კიბო), ბრძოლის ღონისძიებანი: გამხმარი ტოტებისა და მკვდარი ფესვების მოცილება და დაწვა; გაზაფხულზე 1%-იანი ბორდოს სითხის, შემოდგომაზე 5%-იანი სპილენძის აჯასპის შესხურება. მოსავალი ბროწეული პირველ მოსავალს მესამე წელს იძლევა, მაგრამ სრულ პოტენციალს მეხუთე-მეექვსე წლიდან ავლენს. ბროწეულის ხე 15-20 წლის განმავლობაში კარგად ისხამს, შემდეგ კი შეიძლება მისი განახლება როგორც ახალი ნარგავით, ასევე ძველი ნარგავის ტოტების გადაჭრით. კარგი მოვლისას და შესაბამისი ჯიშის პირობებში, ერთი ხის მოსავალი 50-60 კგ აღწევს.

 

wyaro:fermeri.ge

ნანახია: 356 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar