მთავარი » 2018 » აპრილი » 22 » ბლის კულტურა, მოვლა
12:51 PM
ბლის კულტურა, მოვლა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთ “საქართველო დამსოფლიოს” ერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსიგოგოლა მარგველაშვილი.

ბალი კურკოვანი კულტურების ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელიაროგორც ადრეულისაზაფხულო ხილიწარმატებით მოყავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიროგორც სამხრეთასევე ჩრდილოეთ ნახევარსფეროებშიბლის ბაღების ფართობები მსოფლიოში 150 000 ჰააღწევსხოლო წლიური გლობალური წარმოება შეადგენს 2,4-2,5 მილიონ ტონას . ბლისმთავარი მწარმოებელი ქვეყნებია _ თურქეთი (494 325 ტონა), აშშ (301 205 ტონა), ირანი(200 000 ტონადა იტალია (131 175 ტონა). საქართველოში ბლის წარმოება 2 700 (2015)-5 600 (2013) ტონის ფარგლებშია.

ბალი მდიდარია ადამიანისთვის სასარგებლო სხვადასხვა სახის საკვები ელემენტებით. ნაყოფში ხსნადი მშრალი ნივთიერების შემცველობა 10.8–16.8 % ფარგლებში მერყეობს, შაქრების შემცველობა კი _ 7.0-10.0%-ს აღწევს. ბლის ნაყოფი შეიცავს პექტინებს, უჯრედანას, ფართო სპექტრის ვიტამინებს, კაროტინს, კაროტინოიდებს, ანთოციანებს და ა.შ. ნაყოფში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც _ კალიუმი და მაგნიუმი. ბლის ნაყოფი სასარგებლოა ანთებითი პროცესების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ბალი უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ, კარგი აერაციის უნარის მქონე მსუბუქ ნიადაგებს, ცუდად იტანს მძიმე, ტენიან და გაუარესებული დრენაჟის მქონე ნიადაგებს.

საძირეების შესაბამისად ბალი მოსავალს დარგვიდან III-IV წელს იძლევა. სრულ მოსავალს მე-5_მე-7 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 10-12 ტონა/ჰა-ზე, ინტენსიურ ბაღებში _ 18-22 ტონა/ჰა-მდე აღწევს.

სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის თვალსაზრისით, ბალი მაღალშემოსავლიანი კულტურაა, რადგან მასზე ფასი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 1.8_2.5 ლარი/კგ) და კარგი საბაზრო მოთხოვნითაც ხასიათდება. ბლის მოყვანის დროს მთავარი დანახარჯი კრეფაზე მოდის (0,3-0,4 ლარი/კგ), თუმცა ბაღის კონსტრუქციების შესაბამისი შერჩევისა და მოვლის ღონისძიებების სათანადო გათვალისწინებით ბლის ბაღის გაშენება საკმაოდ მომგებიან აგროწამოწყებას წარმოადგენს.

ბლის წარმოება ჯიშების შესაბამისად შესაძლებელიაროგორც აღმოსავლეთასევე დასავლეთსაქართველოშისამრეწველო მოსავლის მისაღებად საუკეთესო რეგიონებად კახეთიშიდაქართლი და ქვემო ქართლია მიჩნეულისუპერსაადრეო ბლის წარმოების მაღალი პოტენციალიგააჩნია იმერეთში სამტრედიისა და ვანის რაიონებს.

გაშენების სქემები

ბლის ბაღის გაშენების სქემა დამოკიდებულია საძირეებსა და ნარგაობის ტიპზე. ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა, ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია და შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

ამჟამად ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება. ბლის ბაღის გაშენების გავრცელებული სქემებია 6X4,5X3,5X4 და 4X2.5-2,0 მეტრზე. ბლის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომაზე, ასევე ადრეულ გაზაფხულზე.

ბაღის მოვლა

ბლის ბაღის რიგებს ათავისუფლებენ სარეველებისგან მექანიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენებით. რიგთაშორისებში გამოიყენებენ დაკორდების მეთოდს, რომელიც მიიღწევა სამულჩ-სათიბელას სეზონზე სამ-ოთხჯერადი გამოყენებით ან მიმართავენ კულტივაციას. აუცილებელია ბლის ბაღის სისტემატური მორწყვა, განსაკუთრებით კრეფის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის მაღალი მოსავლის უზრუნველსაყოფად.

ბლის წარმატებული მოყვანა შეუძლებელია მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიზანმიმართული ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელების გარეშე. ბალს განსაკუთრებით აზიანებს დაავადებები: მონილიოზი და კლასტეროსპოროზი, აგრეთვე, მავნებლები (ბუგრები, ალუბლის ბუზი, ტკიპები). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მონილიოზისგან პროფილაქტიკას, რაც მიიღწევა შესაბამისი ფუნგიციდების (სვიჩი, ტელდორი, სიგნუმი და სხვ.) ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდეგი გამოყენებით. ალუბლის ბუზისა და ბუგრების კონტროლისთვის გამოიყენებენ ფოსფორორგანულ (დურსბანი, ბი-58, აქტელიკი და სხვა) და ნეონიკოტინოიდურ პრეპარატებს (კონფიდორი, აცეტამიპრიდი, აქტარა და სხვა). ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრირებული ბიოკონოტროლის მეთოდებისა (ფერომონების გამოყენება) და მექანიკური ღონისძიებების (ჩამოცვენილი ნაყოფისა და ფოთლების მოგროვება, ანასხლავის დაქუცმაცება და/ან გატანა ბაღიდან) შესაბამის გამოყენებას.

გასხვლაფორმირება

ბლის ფორმირებას ახდენენ ცენტრალურ-ლიდერული ან მულტილიდერული წესით. ბოლო ხანებში ფართოდ გავრცელდა “ესპანური ბუჩქის” ტიპით სხვლა-ფორმირება, რომელიც ხორციელდება მოსვენების პერიოდისა და მწვანე გასხვლის კომბინაციით. ასეთი ტიპით ფორმირებული ხე შედარებით კომპაქტურია და მსხმოიარობაშიც ადრეულად შედის, საძირის მიუხედავად.

ბლის საძირეები

მოცემული ადგილის შესაბამისად, აუცილებელია საძირეების ზუსტი შერჩევა. ბლის საძირეებად შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც კულტურული ჯიშების ნათესარები, ასევე ალუბალი, ბალღოჯი და ბალამწარა.

კულტურული ჯიშების ნათესარებიდან იყენებენ საქართველოში გავრცელებული ჯიშების _ დროგანა ყვითელისა და ხარისგულას ნათესარებს. ბალამწარაზე დამყნილი ჯიშები ძლიერად იზრდება და გვიან შედის მსხმოიარობაში. მაღალადაპტურია, თუმცა ცუდად ეგუება გამკვრივებულ, თიხიან, მწირ, დამლაშებულ ნიადაგებს. რეკომენდებულია სუსტი ზრდის ბლის ჯიშების დასამყნობად. ბალღოჯზე (Mahaleb) დამყნობილი ბლის ხეები შედარებით გამძლეა კარბონატობის მიმართ, ხასიათდება ყინვა და გვალვაგამძლეობით, თუმცა ჭარბი ტენის პირობებში მასზე დამყნილი ნერგი სწრაფად იღუპება, ვერ იტანს უმნიშვნელო დამლაშებასაც კი.

კოლტი ბლის ინგლისური სელექციის ნახევრად ძლიერი საძირეა, რომელიც გამოიყენება ხის ზრდის სიძლიერის შეზღუდვისთვის. მგრძნობიარეა მაღალი კარბონატობის მიმართ. საძირე _ F12/1 _ ბლის ძლიერი ზრდის საძირეა. ხასიათდება დაფესვიანების შედარებით მაღალი უნარით, ამიტომ ამრავლებენ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ამონაყრებით.

გიზელა 5 (გისელა _ “გიესენის სელექციურ მიღწევა”) გერმანული ნაგალა საძირეა. წარმოადგენს ბლის პირველ კომერციულ ნაგალა საძირეს მსოფლიოში, რომელიც ამცირებს ხის ზომას 50%-ით კულტურული ჯიშების ნათესარებთან შედარებით. გიზელა 5 ხასიათდება კარგი თავსებადობით ბლის თითქმის ყველა სამრეწველო ჯიშთან. მასზე დამყნილი მცენარეები მოსავლიანობაში ადრე შედის – დარგვიდან მეორე-მესამე წელს და ხასიათდება რეგულარული მოსავლიანობით.

ბლის ჯიშები

საქართველოში ბლის ადგილობრივი და ინტროდუცირებული მრავალი ჯიში გვხვდება. თავისი არომატითა და საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა ე.წ გოგრა ბლის ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციები. წარმოებისათვის რეკომენდებულია ჯიშები:

ხარისგულა _ ხე საშუალო ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-5 წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, კარგი ტრანსპორტაბელურობით, ნაყოფი მსხვილია (7.0-7.5გ), გულისებრი ფორმის, მუქი წითელი ფერის, მიმზიდველი სასაქონლო სახის. რბილობი _ მკვრივი, წვნიანი, კარგი საგემოვნო თვისებების. ხარისგულა ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში.

თათრული შავი _ ძველი ყირიმული ჯიშია, ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან IV-V წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება ივნისის პირველ ნახევარში, ხასიათდება კარგი ტრანსპორტირებით, ნაყოფი საშუალო სიმსხოსი ან მსხვილია, საკმაოდ განიერი ღარი ნაყოფს ორ ნაწილად ჰყოფს, შეფერვა _ მუქი წითელი, შავ ფერში გარდამავალი, რბილობი _ წვნიანი და ნაზი, კარგი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა. ფართოდ გავრცელებული ჯიშია.

დროგანის ყვითელი _ სინონიმი “თეთრი ბალი”, ძველი გერმანული ჯიშია, ხე ძლიერი ზრდისაა, ყვავილობა საგვიანოა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-4-5 წელს, გამოირჩევა რეგულარული და უხვი მოსავლიანობით, ნაყოფი მსხვილია, მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან შებრტყელებული, შეფერვა ყვითელი, ყუნწი გრძელი, რბილობი მოყვითალო, მკვრივი, გემო მოტკბო, ოდნავი სიმჟავით, კურკა საშუალო სიდიდის. ფართოდ გავრცელებული ჯიშია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

კორდია _ ჩეხური ჯიში, ხე ძლიერი ზრდისაა, ყვავილობს საშუალო ვადებში, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან IV-V წელს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მწიფდება ივნისის მესამე დეკადაში. ხასიათდება კარგი ტრანსპორტირებით, ნაყოფი საშუალო სიმსხოსი ან მსხვილია, გულისებრი ფორმის, შეფერვა _ მუქი წითელი, რბილობი _ მოშავო წითელი, წვნიანი და ნაზი, კარგი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა.

გარდა ამ ჯიშებისა, სამრეწველო და საკოლექციო ნარგაობებში გვხვდება სხვა ჯიშებიც: გედელფინგენი, ნაპოლეონი, რაინერი, ბურლატი, რეგინა, გიორგია, ლაპინსი, მორო, ტეჩლოვანი, ცელესტე და სხვ.

მოსავლის აღება

ბალი მოსაკრეფად მზად არის, როდესაც მას აქვს დამახასიათებელი წითელი შეფერილობა და ადვილად სცილდება ხეს. ბლის ნაყოფი მოითხოვს ფაქიზად და ფრთხილად კრეფას. სპეციფიკური ჯიშების გარდა (მშრალი მოკრეფის ჯიშები _ ტეჩლოვანი და სხვ.) აუცილებელია ყუნწით მოკრეფა. ბლის ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მიზანშეწონილია მისი ორ ვადაში კრეფა. მოკრეფილი ნაყოფის გაჩერება სიცხეში და მაღალ ტემპერატურაზე მიზანშეუწონელია. ბლის ხანგრძლივი შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია ნაყოფის სწრაფი გაცივება (მოკრეფიდან არაუგვიანეს 3-4 საათისა) სხვადასხვა მეთოდით (ჰიდროგაცივება, ვაკუუმგაცივება და სხვ.).

ნანახია: 51 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar