მთავარი » 2018 » აპრილი » 22 » ფორთოხლის გაშენებისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია (რეკომენდაციები)
1:26 PM
ფორთოხლის გაშენებისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია (რეკომენდაციები)

1. ფორთოხლის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა ფორთოხალი – C. sinensis (L) osbec. ციტრუსოვნების პროდუქციის მსოფლიო წარმოებაში მიღებული მოსავ- ლით პირველი ადგილი ფორთოხალს უჭირავს, ხილთა შორის საგემოვნო თვისებებით ერთ-ერთი საუკეთესოა, გამოირჩევა ვიტამინების მაღალი შემცველობით, სურნე- ლოვანია, კარგად იტანს შენახვა-ტრანსპორტირებას. ფორთოხლის სამშობლოს შესახებ მკვლევართა შო- რის არ არის ერთიანი აზრი, ნ. ვავილოვი (1960 წ) მისი წარმოშობის ძირითად ცენტრად ინდოეთს, შემდეგ ჩი- ნეთს თვლის. ამავე აზრს იზიარებდა ცნობილი ციტრუსო- ლოგი ტ. ტანაკა (1958, 1960 წ). ფორთოხლის მწარმოებელ 40 ქვეყანას შორის მო- სავლიანობით პირველობს აშშ. აქ ამზადებენ მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მესამედზე მეტს. მეორე ად- გილზეა ბრაზილია, შემდეგ ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, საფრანგეთი და ა. შ. 5 ფორთოხალი მრავალწლიანი, მარადმწვანე, საკმა- ოდ დიდი ხე-მცენარეა, ჩვეულებრივად 4-5 მეტრამდე იზრდება. ტოტები ეკლიანია ან უეკლო. მათი სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება. ფოთლები უფრო წვრილი და მუქი მწვანე აქვს, ვიდრე ლიმონსა და მანდარინს. ყუნწები ვიწრო- ფრთიანია. ახალგაზრდა მცენარეებზე და ნორჩ ყლორტებ- ზე ფრთები და ეკლები უფრო დიდია. ნაყოფის კანი ძნე- ლად სცილდება რბილობს, რითაც განსხვავდება მანდარი- ნისაგან. ნაყფის მიხედვით არჩევენ ფორთოხლის ოთხ სა- ხესხვაობას: ჩვეულებრივს, ჭიპიანს, კარალიოკებს ანუ წი- თელხორცას და იაფურს. ჩვენი ზონისათვის მეტად საინ- ტერესოა ამერიკული ჯიშებიდან ჰამლინი, რომელიც ნა- ყოფის ადრე მომწიფებით ხასიათდება და ვაშინგტონ – ნა- ველი, ყინვაგამძლეობისა და ადრე მწიფობის გამო, ამ უკა- ნასკნელის ნაყოფი გამოირჩევა სიმსხოთი, უთესლობითა და სიტკბოთი. 6 იტალიური ფორთოხლის ჯიშებიდან აღსანიშნავია წი- თელხორციანი კარალიოკი, რომელიც დასავლეთ საქარ- თველოს პირობებში კარგად ხარობს და გემრიელი ნაყო- ფიც აქვს. იაფური ჯგუფის ჯიშები გამოირჩევა ხეების სი- დიდით, უეკლოა, ფოთლები კი - ფართო, ოვალური ან მომრგვალო. 2. ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება ფოთოლცვენა, ყვავილობა და მსხმოიარობა. საქარ- თველოში გავრცელებული ფორთოხალი მარადმწვანე ხეე- ბი ან ნახევრად ბუჩქნარებია. ისინი ფოთოლმცვენი მცენა- რეებისაგან განსხვავდებიან ფოთლის ცვლის შეუმჩნეველი ხასიათით, რომლებიც ფოთლებს მორიგეობით იცვლიან მთელი წლის განმავლობაში, თითოეული ფოთლის სი- ცოცხლის ხანგრძლივობა 2-4 წელს არ აღემატება. პირვე- ლი ფოთლის ცვენა იწყება დარგვიდან მე-3 და მე-4 წელს. შემჩნეულია ფოთოლცვენასა და მსხმოიარობას შორის ერ- თგვარი კორელაცია – რაც უფრო მეტია ფოთოლცვენა, მით უფრო ნაკლებია მსხმოიარობა და პირიქით. ყვავილებს ივითარებენ ერთწლიანი ტოტებიდან ახლადწარმოქმნილ ნაზარდებზე. ყვავილების გამონას- კვის შემდეგ ადგილი აქვს ნასკვების ბუნებრივ ცვენას, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია გარემო პირობებ- 7 ზე. ნასკვების პირველი ცვენა წარმოებს გვირგვინის ფოთ- ლების ჩამოცვენის შემდეგ – ივნისში. ფორთოხალი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავი- ლობს, მაგრამ ტროპიკულ ქვეყნებში ფორთოხლის ზოგი- ერთი ჯიში წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს. ფორთოხლი- სა და მანდარინის მეორედ ყვავილობას ადგილი ჰქონდა ჩვენშიც, როდესაც, ხანგრძლივი გვალვები შეიცვალა წვი- მებით. ვარჯის წარმოქმნა, ნა- ყოფმსხმოიარობა და გამრავ- ლების უნარი. ფორთოხლის მცენარის დატოტვა იწყება ვე- გეტაციის პირველი წლიდან. როგორც წესი, უფრო ძლიერი გვერდითი ტოტები მოთავსე- ბულია მათი მატარებელი ტოტის ზედა ნაწილში. თი- თოეული ტოტი სიგრძეში იზრდება წვეროს კვირტიდან, დატოტვის ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ვარჯის ფორმირებისა და მსხმოიარობისათვის. მცენარეების 1-ლი, მე-2 და მე-3 რიგის ტოტებს ახასიათებს ვეგეტაციური ზრდა და ისინი ქმნიან ხის ჩონჩხს, ხოლო მე-4, მე-5 და მე- 6 რიგის ტოტები შედარებით ზომიერად იზრდებიან და აქვთ ნაყოფის მოცემის მეტი უნარი, ე. ი. ვეგეტაციურ ორ- განოებთან ერთად წარმოშობენ გენერაციულ ორგანოებსაც - 10-15-წლიან ხეებზე მეტად ივითარდება მე-5 და მე-6 რი- გის, ხოლო 25-30 წლიანებზე კი - მე-10-12 რიგის ტოტები. 8 ვეგეტაციურად ნამრავ- ლი მცენარეები (მყნობით გამ- რავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღე- ბული ნერგები პირველ ნა- ყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-8 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ მე-10 წელს. ფორთოხლის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, სა- ძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ერ- თი ცხადია, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნორმა- ლური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, 80-100 წლამ- დეა უზრუნველყოფილი, მათი მოსავლიანობა 45 წლამდე მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება. 9 3.ფორთოხლის ჯიშები ფორთოხლის ჯიშებს ნაყოფის მიხედვით სამ ჯგუ- ფად ყოფენ: ხმელთაშუა ზღვის (ან ჩვეულებრივი ფორთო- ხალი), წითელხორციანი (კოროლიოკი) და ჭიპიანი. განვი- ხილოთ ჩვენში დარაიონებული ფორთოხლის ჯიშები. 3.1. ხმელთაშუა ზღვის ფორთოხალი ჰამლინი (Hamlin). ჯიში ფლორიდაშია (აშშ) წარმოშო- ბილი XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ მისი ინტენსიური გავრცელება გვიან დაიწყო. ხასიათდება საშუალო სიძლი- ერის ზრდით. ფოთლები მოგრძო წვეტიანი, ღია მწვანე ფერის, საშუალო ზომის, ახალგაზრდა ტოტები მცირე ეკ- ლიანი, ხანდაზმული – უეკლო. ხასიათდება რეგულარუ- ლი მსხმოიარობით. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ბრტყელი ფორმის, ფუძესთან შეინიშნება პატარა ჩაღრმავება. კანი თხელი, ყვითელი, გლუვი, პრიალა ზედაპირით, მდიდა- რია ეთერზეთებით, ადვილად სცილდება რბილობს. გა- მოირჩევა სასიამოვნო გემოთი და სურნელებით, მცირე- თესლიანი (1-5 ცალი). მწიფდება 10 წარმოშობის თესლნერგების გამრავლების შედეგად მიღე- ბულ მრავალ ფორმას. ისინი ერთმანეთისგან ბიოლოგიუ- რი და სამეურნეო ნიშნებით განსხვავდება. მათგან აღსა- ნიშნავია შემდეგი: “კელასური”, “ხეთური”, “სოხუმის საუ- კეთესო” და “ადგილობრივი მსხვილნაყოფა”, რომლებიც ხასიათდებიან უხვმოსავლიანობით, ნაყოფის კარგი ხა- რისხით და მეტნაკლებად გავრცელებულია დასავლეთ სა- ქართველოში. ზოგჯერ მას აიგივებენ თურქულთან, მაგ- რამ ეს უკანასკნელი თავისი თვისებებით განსხვავებულია ადგილობრივისაგან. თურქული ფორთოხალი. სწრაფმზარდი ხეა, ძლი- ერ ეკლიანი, ვარჯი მომრგვალებული, უხვად შეფოთლი- ლი. ფოთლები 11,3 სმ სიგრძისა და 5,2 სმ სიგანის, ფარ- თოლანცეტური ფორმის. ყვავილები წვრილი – 45 მმ დია- მეტრის, დინგი განლაგებულია მტვრიანების დონეზე, ან მათ ზემოთ. ნაყოფი 6,0-6,5 სმ დიამეტრისაა, მომრგვალე- ბული ან ოდნავ მომრგვალებული ფორმის. ნაყოფის კანი საშუალო სისქისაა (4-6 მმ), სუსტად-ხორკლიანი. 11 ნაყოფი 9-14 წილაკოვანია. რბილობი ნაზი, წვნიანი, მჟავე-ტკბილი. თესლის რაოდენობა 10-12 ცალი, მრავალ- ჩანასახოვანი. ნაყოფი შედარებით პატარა ზომისაა, ვიდრე ადგილობრივი ფორთოხლისა. გამოირჩევა ყინვაგამძლე- ობით. იაფა (Iaffa). ძლიერმზარდი ხეა, სფერული ფორმის, უხვად შეფოთლილი ვარჯით. ყლორტები ღია – მწვანე ფე- რის, უეკლო. ფოთლები 12,0 სმ სიგრძისა და 6,0 სმ სიგა- ნის, წაგრძელებულ-ოვალური ფორმის, ყვავილები წვრი- ლია – 3,5 სმ დიამეტრის. დინგი განლაგებულია მტვრია- ნების დონეზე. ნაყოფები 6,5-7,0 სმ დიამეტრის, ოვალური ფორმის. ნაყოფის კანი ხორკლიანია – ყვითელი, 7-8 მმ სისქის. ნაყოფი 10-13 წილაკოვანია, რბილობი წვნიანი, ნა- ზი, მოტკბო-მომჟავო გემოსი, თესლები არ აქვს. ჯიში შერ- ჩეულია პალესტინაში. პაინეპლი. შემოტანილია აშშ-დან. ხე სწრაფმზარ- დია, კარგად შეფოთლილი – ცილინდრული ვარჯით, ფოთლები მოგრძო-კვერცხისებური, ყვავილები შეკრული ჯგუფურად, ორსქესიანი. ნაყოფი საშუალო ზომის, ოდნავ ჩამოჰგავს ლიმონს. ზედაპირი გლუვია, ღია ნარინჯისფე- რი. წვნიანი, თესლი 15-16 ცალი, მრავალჩანასახიანი, რბი- ლობის ქიმიური შედგენილობა: შაქარი – 7,6%, მჟავიანობა – 0,79%, ვიტამინი C – 58-73 მგ/%; ნაყოფი მწიფდება ნოემ- ბრის ბოლოს. გამოირჩევა უხვი მოსავლიანობითა და ყინ- ვაგამძლეობით. 12 3.2. კოროლიოკი ანუ წითელხორციანი ფორთოხალი ნეაპოლიტანური. #15-მა ფორმამ საქართველოს პი- რობებში საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ნაყოფი მაღა- ლი ხარისხისაა. მწიფდება თითქმის მანდარინთან ერთად. ქიმიური შედგენილობითა და საკვები ღირებულებით პერსპექტიულ ჯიშად ითვლება. წითელხორციანი მსხლისებრი კოროლიოკი #100. ნა- ყოფი მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმისაა. ზოგჯერ პა- ტარა ჭიპიც აქვს. შერჩეულია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ხე ნელა მოზარდი, ნაკლებ ეკლიანი, ნაყოფი საშუალო ზო- მისაა (120 გ), წვნიანი, მომჟაო-მოტკბო, მომწიფების დროს უჩნდება წითელი ლაქები, შენახვისას ღებულობს მუქ ალ- უბლის ფერს. რბილობში რამდენიმე თესლია (4-5 ცსლი), შეიცავს შაქრებს - 6,65%, C ვიტამინს – 56,37 მგ/%-ს, მჟავიან- ობა – 2,1%-ია. უხვმოსავლიანია, ნაკლებ ყინვაგამძლე, მწიფდება ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში. და- რაიონებულია 1958 წლიდან. 13 3.3. ჭიპიანი ფორთოხალი ჭიპიანი ფორთოხალი (ვაშინგტონ ნაველი, Washington-Navel). მსოფლიოში ფართოდ ცნობილი, მეტად გავრცელებული ფორთოხლის ჯიშია და საქართველოს სუბტროპიკებში სამრეწველოდაა აღიარებული. პორტუგალიელების მიერ ბრაზილიაში XVII საუ- კუნეში შეტანილი ფორთოხლის ჯიშებიდან მუტაციის გზით წარმოიშვა და სახელწოდება მიიღო ნაყოფის წვერ- ზე “ჭიპის” მსგავსად განვითარებული ჩანაზარდის გამო (აღნიშნულ ჩანაზარდს - ნაველს უწოდებენ). ამ ჯგუფის ფორთოხლიდან ჩვენში დარაიონებულია ვაშინგტონ-ნავე- ლი. იგი პირველად შემოიტანეს შავი ზღვის სანაპიროზე ფლორიდიდან XIX საუკუნის 90-იან წლებში. ფორთოხ- ლის სამრეწველო ჯიშებიდან ყველაზე ყინვაგამძლეა. მცენარე დაბალი ან საშუალო, გაშლილი ვარჯის მქონე ხეა. ფოთოლი მუქი მწვანე, ყუნწი საშუალოფრთია- ნია, ღერო მოკლე, ეკლიანი, არის უეკლო ფორმებიც. ყვა- ვილები ერთეულია, საშუალო სიდიდის, სურნელოვანი, მტვრიანები სტერილურია და იძლევა ოართენოკარპულ დიდ ნაყოფებს. ფუძე მრგვალი, ოდნავ ჩაზნექილი, ხში- რად ღრმა ნაოჭებით, ნაყოფის კანი გლუვი ან ზომიერად ბორცვიანი ზედაპირით, ყვითელი ან მოწითალო ნარინ- ჯისფერი, საშუალო სისქის, ზოგჯერ სქელი, ეთერზეთით მდიდარი. ნაყოფი შედგება 9-11 ცალი წილაკისაგან. რბი- ლობი წვნიანია, მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო გემოსი. 14 ვაშინგტონ-ნაველის უარყოფითი მხარეა-შემოდგო- მის ხშირი წვიმებისას ნაყოფის დასკდომა და შენახვისას წვნიანობის მკვეთრი შემცირება. ტომსონ-ნაველი (Tompson-Naveli). გამოყოფილია კა- ლიფორნიაში (აშშ) ვაშინგტონ-ნაველის ჯიშიდან, რო- გორც კლონი და ძალიან წააგავს მას. ამერიკელი მეცნი- ერების მონაცემებით გამოირჩევა მეტად ადრეული სიმწი- ფით, მაღალი შაქრიანობითა და შედარებით პატარა ზომის ნაყოფებით. ჩვენში იგი ნაკლებადაა გავრცელებული. ბახიანინი. ჭიპიანი ფორთოხლის ჯიშია, რომელიც უკანასკნელ წლებში გამოავლინეს ბრაზილიაში. ვაშინ- გტონ-ნაველთან შედარებით უფრო წვრილია, მაგრამ ხა- რისხით უკეთესია. საგულისხმოა, რომ მისი ნაყოფი ვაშინ- გტონ-ნაველთან შედარებით 15 დღით ადრე მწიფდება. კოლხეთის საადრეო. გამოვლენილია კელასურში სელექციონერ ა. გოგიბერიძის მიერ 1951 წელს, დაბალი ტანის ხეა, ვარჯი მომრგვალო, კარგად შეფოთლილი, სა- შუალო ზომის (12X4,5 სმ), ფთლები ფართო ლანცეტისებ- 15 რი, ნაყოფი მსხვილი (180 გ), გლუვზედაპირიანი, აქვს პა- ტარა ზომის ჭიპი, რბილობი წვნიანი, მოტკბო-მომჟაო სა- სიამოვნო გემოთი, რომელიც შეიცავს 6,97% შაქრებს, C ვი- ტამინს – 60 მგ/%-ს, მჟავიანობა 0,59%-ია. უხვმოსავლიანია, ნაყოფი მწიფდება ნოემბრის ბო- ლოს, ხასიათდება კარგი შენახვისუნარიანობითა და ტრან- სპორტაბელურობით. 4. საბაღე ტერიტორიის ორგანიზაცია, ნიადაგის მომზადება და დარგვა ციტრუსოვანთა ბაღების სწორ ორგანიზაციას მე- ტად დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთიან ად- გილებში. მასზე დიდადაა დამოკიდებული ეროზიულ მოვლენებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარება, აგრო- ტექნიკის ეფექტურობა. ნაკვეთის შერჩევა ხდება სახეობებ- ის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მიკ- როკლიმატური პირობების გათვალისწინებით: რელიე- ფის, ზღვის დონიდან სიმაღლის, აბსოლუტური მინიმა- ლური ტემპერატურის, მისი ხანგრძლივობისა და განმე- ორების პერიოდების, ქარების სიჩქარისა და სხვა ფაქტო- რების მხედველობაში მიღებით. საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის, რომე- ლიც სუბტროპიკული სარტყლის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე მდებაროებს, პლანტაციების გასაშენებლად შეიძლება გამოყენებული იქნას თბილი მიკრონაკვეთები: 16 ზღვის სანაპირო ზოლიდან 5-8 კმ დაშორებით, ვაკე ან ფერდობები ზღვის დონიდან 100-400 მ სიმაღლემდე. მან- დარინისათვის შეიძლება გამოიყოს შედარებით მკაცრი კლიმატური მაჩვენებლების მქონე ნაკვეთები. ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქა- ნების (0-5 0 ), საშუალო დაქანების (5-200 ) ფერდობებს, ძლი- ერ დაქანებული კი 20-300 არ უნდა აღემატებოდეს. საშუალო დაქანების ნაკვეთებზე (5-200 ) ფორთოხ- ლის მცენარეს აშენებენ კონტურულად. ამ შემთხვევაში ეროზიული მოვლენების აცილება შესაძლებელია წყალ- გამყვანი ტერასებით, რომლებიც ეწყობა ერთიმეორისაგან 20-40 მ დაცილებით იმის მიუხედავად, თუ როგორი დაქა- ნება აქვს ნაკვეთს. მეტი დაქანების ფართობებზე საჭიროა ტერასების ახლო-ახლოს მოწყობა. მაგალითად თუ ნაკვე- თის დაქანება 200 უახლოვდება, წყალგამყვან ტერასებს შო- რის უნდა იქნეს აღებული 20 მ, 5 0 დაქანების შემთხვევაში კი 40 მეტრი. 4.1. ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება და მცენარეთა გაშენება პლანტაჟი. ფორთოხლის ბაღების გასაშენებლად ნიადაგის დარგვისწინა დამუშავებას, უხვი და მყარი მო- სავლის მისაღებად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ესსამუშაო წესიერად და მცენარეთა მოთხოვნილების შესაბა- მისად უნდა შესრულდეს. ყოველივე ეს შესაძლებელია პლანტაჟის ან ნიადა- გის ღმა დამუშავება-გაფხვიერებით. ხარისხიან დამუშავე- ბაზე დიდადაა დამოკიდებული მცენარის ნარგავების სი- ცოცხლისუნარიანობა და მოსავლიანობა. ეს იმით აიხსნე- ბა, რომ უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვი- სებები, წყლის გამტარიანობა. პლანტაჟის დროს ნიადაგის ქვედა ფენა ზევით ბრუნდება და წლის განმავლობაში სითბო-სიცივის, მინე- რალური და ორგანული ნივთიერებების გავლენით კულ- ტურული ნიადაგის თვისებებს ღებულობს. ქვედა ფენაში მოქცეული ზედა ფენა კი, მცენარეების უკეთ ზრდა-განვი- თარებას განაპირობებს. ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწ- ველობის ინსტიტუტის მონაცემებით ფერდობების პლან- ტაჟური და ფენობრივი დამუშავება, ტერასებთან შედარე- ბით, ფორთოხლის მოსავლს ადიდებს 15-18 %-ით. ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფორთოხლის ნერგების დარგვის წინ პარკოსანი კულტურების თესვას. პარკოსან მცენარეებს კულტურულ მდგომარეობაში მოყავს დარეცხილი ეწერი და მცირე სისქის ნიადაგები, აუმჯობესებს მათ თვისებებს, ამიტომ, სასურველია ბაღის გაშენებამდე 2-3 წლით ადრე პარკოსანი მცენარეების თესვა და ნიადაგში ჩახვნა. 18 5. ნაკვეთის დაგეგმვა და გაშენება. ფორთოხლის პლანტაციის გასაშენებლად წინასწარ მომზადებულ ნაკვეთებს, ნიადაგის შესაბამისი წესით და- მუშავების შემდეგ აგეგმავენ. ცნობილია აგეგმვის სამი წესი: კვადრატული, სწორ- კუთხოვანი და ჭადრაკული. კვადრატული აგეგმვისას მან- ძილები მწკრივებსა და მცენარეთა შორის თანაბარია. ასე დარგული მცენარეები ყოველი მხრიდან კარგადაა განვი- თარებული. კვადრატული არე ხელს უწყობს ფესვის სა- უკეთესოდ განვითარებას და ორივე მიმართულებით მწკრივთაშორისების მექანიზებული დამუშავების შესაძ- ლებლობას იძლევა. სწორკუთხოვანი დაგეგმვისას მწკრივებს შორის მანძილი უფრო მეტია, ვიდრე მცენარეთა შორის მწკრივში. ამ წესით დარგული ხეების ფესვები და ვარჯი მწკრივის მიმართულებით იმდენად არის შეზღუდული, რომ ფესვე- ბი და ტოტები ერთდებიან, სამაგიეროთ მათ აქვთ მწკრივ- თაშორისების მხარეზე განვითარების მეტი საშუალება. ჭადრაკული აგეგმვისას თითოეული მწკრივის მცე- ნარე ორ მეზობელ მწკრივს შორის არის და მზის განათე- ბის მეტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამასთან ფარ- თობის ერთეულზე შესაძლებელია მეტი მცენარის დარგვა, ვიდრე კვადრატული და სწორკუთხოვანი წესით აგეგმვი- სას. ნარგავების სიხშირე და ჯიშების განლაგება. მცენა- რეები განსხვავდებიან განვითარების სიძლიერითა და 19 ხანგრძლივობით, ამიტომ სხვადასხვა ჯიშები განსხვავე- ბულ კვების არეს მოითხოვს. მცენარეთა განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირეები, ადგილის კლიმატური და ნიადაგური პირობები და სხვა ფაქტორე- ბი, ყოველივე ეს უნდა გავითვალისწინოთ მცენარეთა კვე- ბის არის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბტროპიკულ ზო- ნაში სადაც მცენარეები ხანგრძლივი პერიოდის განმავლო- ბაში ყინვისაგან არ ზიანდებიან, მეტად გახშირებული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ არის და ამას არც წარმოების მუშაკებიც უჭერენ მხარს. ამიტომაა, რომ აგ- როწესების განხილვისას ფორთოხლის კვების არედ მიღე- ბულია: 5X3 მეტრი ან 5X4 მეტრი. დ ა რ გ ვ ა. დასარგავი ორმოების ამოღების ვადები და მათი ზომები დამოკიდებულია ნაკვეთის მომზადების წესზე. ფორთოხლის ნერგებს რგავენ შემოდგომაზე – ოქ- ტომბერში ან გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე. შე- მოდგომაზე რგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის, რადგან ასეთ ამინდში უკეთ ხდება დაფესვიანება და მცენარე ზრდას ადრე გაზაფხულზე იწყებს. გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათ- ვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას გა- ნიცდიან. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ მცენარეები ადრე შემოდგომით გაშენდა, არა უგვიანეს 20 25 ოქტომბრისა, და მათ დარგვისთანავე შემოეყარა საკმა- რისი მიწა, დაღუპვისაგან დაცული იქნება. ყინვების შემ- თხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველ- სავე წელს სწრაფად აღდგება. დარგვა წარმოებს წინასწარ მომზადებულ ტერასებ- ზე, ფერდობებზე ან ვაკე ადგილებზე. ტერასებზე მცენარე- თა მწკრივების განლაგება ხდება ტერასის კიდიდან ერთი მესამედი მანძილის დაცილებით. ორმოების ამოღების შემდეგ ისევ იყენებენ დაფას და ორმოს ცენტრში ასობენ პალოს. დარგვამდე 2-3 კვირით ადრე ორმოებს ავსებენ. მა- ნამდე, ამოღებული მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს. მათი დოზები დამოკიდებულია ნიადაგის შედგენილობაზე. თუ სასუქი ნიადაგის დამუშა- ვებამდე არ იყო შეტანილი, დარგვისას შეაქვთ 10-25 კგ- მდე გადამწვარი ნაკელი და 500-800 გ-მდე სუპერფოსფა- ტი. მძიმე თიხნარ ნიადაგებს უმატებენ 30 კგ ქვიშას, მჟავე ნიადაგებზე კი - კირს. ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარე- ბისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იქნეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მიწის დასკდომის შემ- დეგ ნერგი ნიადაგში ნორმალურად მოთავსდეს. საჭიროა ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება. 21 6. პლანტაციის მოვლა ფორთოხლის ნარგავების განვითარების მთელი ციკლი შეიძლება დაიყოს სამ ძირითადად პერიოდად: პირველი _ ახალგაზრდა მცენარეების ფორმირება მსხმოიარობის დაწყებამდე, რომლის განმავლობაში ხეები ძლიერ იზრდება; მეორე – გაძლიერებული მსხმოიარობა, მცენარის ვეგეტაციურ ზრდასთან ერთად, ვითარდება გენერაცი- ული ორგანოები; მესამე – კლებულობს მცენარეთა ზრდისა და მსხმო- იარობის ტემპი, რომელიც საბოლოოდ მათი დაღუპვით მთავრდება. ნარგავების მოვლის აგროტექნიკურ საკითხებთან პერიოდიზაციის პრაქტიკულად დაკავშირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნარგავების გასაუმჯობესებელი ღონის- ძიებანი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი მოქმედებს მცენარის გარემო პირობებზე, ხოლო მეორე – უშუალოდ მცენარეზე. ახალგაზრდა მცენარეების ზრდა-განვითარება, მსხმოიარობა, აგრეთვე ყინვაგამძლეობა დიდადაა დამო- კიდებული მწკრივთაშორისებში ნიადაგის მოვლის ხერ- ხებზე. მწკრივთაშორისებში მრავალწლიანი ბალახების თესვა რეკომენდებულია მანამ, ვიდრე ნარგავები ხუთი წლისა გახდება. ითესება ხის შტამბიდან 75-100 სმ დაშო- 22 რებით. აღსანიშნავია, რომ წითელმიწა ნიადაგებზე ახალ- გაზრდა ნარგავების მოვლის ძირითადი ღონისძიებებია: 1. მწკრივთაშორისებში ნიადაგის მოვლის ხერხების დიფერენცირებულად გამოყენება პლანტაციის ადგილ- მდებარეობის, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათ- ვალისწინებით; 2. ნიადაგის დამულჩვა (ტორფი, მწვანე ორგანული მასა), შავი პოლიეთილენის აფსკით, ტოლით, იზოლათი ან რეზინის საფარით; 3. ფერდობებზე გაშენებულ ახალგაზრდა ბაღებში ნიადაგის ეროზიასთან საბრძოლველად და ნაყოფიერების ასამაღლებლად, მიზანშეწონილია მრავალწლიანი ბალახ- ნარევების, მარცვლოვან-პარკოსანთა თესვა. ამასთან მცენარეებზე ბალახების უარყოფითი გავ- ლენის შესამცირებლად საჭიროა: 1. ზედმეტად დასარევლიანებულ ბაღებში, მრავალ- წლიანი ბალახების და სიდერატების ჩაბარვა; 2. დამულჩვისა და ბალახთესლიან სიდერატებზე ან ანეულზე გადასვლისას ნიადაგის დამუშავება მცენარეთა ფესვთა სისტემის განლაგების გათვალისწინებით. სარეველა მცენარეებთან ბრძოლა. სუბტროპიკულ ზონაში, ნალექების დიდი რაოდენობისა და ხანგრძლივი სითბოს გამო, სარეველა მცენარეები კარგად ვითარდება. სინათლის, ტენის, საკვები ნივთიერებებისა და ადგილი- სათვის, ისინი კონკურენციას უწევს კულტურულ მცენა- რეებს. 23 სარეველებთან ბრძოლის ღონისძიებებიდან აღსა- ნიშნავია: ნიადაგის დამუშავება სარეველების მიწისზედა ნა- წილებისა და ფესურების მოცილებით. დამულჩვა, სარევე- ლა მცენარეების დამჩრდილავი და დამთრგუნველი კულ- ტურების თესვა, თესლბრუნვის დაცვა. ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდები. ფორთოხლის დასარგავად განკუთვნილი ნაკვეთე- ბი სარეველა მცენარეთა ნარჩენებისაგან მთლიანად უნდა განთავისუფლდეს. დარგვის შემდეგ ყოველ გაზაფხულზე მწკრივთაშორისები მსუბუქად იბარება. რელიეფის მიხედ- ვით ტარდება თოხნა-კულტივაცია, რადგან მათ დროულ და ხარისხოვან შესრულებაზეა დამოკიდებული სარევე- ლების მოსპობა თუ გავრცელება. ზაფხულში – მაისიდან სექტემბრამდე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექ- ცეს ნიადაგის დამუშავებას 5-7 სმ-ის სიღრმეზე. გაზაფ- ხულზე აგროღონისძიებები უნდა დაუკავშირდეს ცალკე- ული სარეველების განვითარების ფაზებს, მათ არ უნდა მოასწრონ დაფესვიანება. გათოხნის დროს მოჭრილი სარე- ველა ბალახების ღეროები და ფესვები უნდა შეგროვდეს, გატანილ იქნას და ნაკვეთის გარეთ დაკომპოსტდეს. სარე- ველებისაგან წმენდენ აგრეთვე გზებს, თხრილებსა და ნაკ- ვეთის ნაპირებს. ყოველგვარი მულჩი, თუ ზაფხულის პერიოდში სქლადაა გაფენილი და დაწყობილია ხანგრძლივად, ძლი- ერ აკნინებს ან მთლიანად სპობს სარეველა მცენარეებს; ამ მიზნით კარგია აგრეთვე სიდერატების თესვა. განაკუთრე- 24 ბით კარგ შედეგს იძლევა ცერცველასა და შვრიის ნარევის საშემოდგომო თესვა, ან სოიოს გახშირებული ნათესი. სარეველათა მოსასპობად იყენებენ სხვადასხვა ქი- მიურ ნივთიერებას ე.წ. ჰერბიციდებს. ციტრუსოვანთა ნარგავებში სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისათვის უფ- რო ეფექტურია სიმაზინისა და ატრაზინის ხსნარებით ნია- დაგის დამუშავება. ჰექტარზე საჭიროა 4-8 კგ პრეპარატი მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით. მორწყვა. კულტურული მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა, როგორც ცნობი- ლია, დიდადაა დამოკიდებული ნიადაგში წყლის რეჟიმ- ზე. წყალი მცენარეს აწოდებს საკვებ ელემენტებს, მის გა- რეშე წარმოუდგენელია მცენარის სიცოცხლე. ერთეული მშრალი ნივთიერებების შესაქმნელად მცენარე საჭიროებს 220-300 და ზოგჯერ 900 ერთეულ წყალს. ფერდობებსა და ტერასებზე გაშენებული ნარგავები მეტად განიცდის ტენის დეფიციტს, რადგანაც მარაგდე- ბიან მხოლოდ ატმოსფერული წყლით, ამიტომ ისინი მოკ- ლებული არიან კაპილარულ ქმედებას გრუნტის წყლების დიდ სიღრმეზე არსებობის გამო. ამავე დროს დაქანებულ ადგილებზე მეტი რაოდენობით იკარგება ატმოსფერული ნალექებით წარმოშობილი წყალი. ვაკე ადგილებს ამ შემ- თხვევაში მეტი უპირატესობა აქვთ. წყლის დანაკლისი მე- ტია ჩარეცხილ ნიადაგებში. ტერასაზე გაშენებული ნარგა- ვები ტენით უკეთესად მარაგდებიან, რადგან ტერასის ნია- დაგი ღრმადაა დამუშავებული. 25 შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც განსაკუთრე- ბით გავრცელებულია ფორთოხლის სხვადასხვა ჯიშები, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმარისია და ცალკეული რაიონების მიხედვით წლიურად 1300-2500 მმ-ს აღწევს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განიცდიან წყლის სიმცირეს წლის ზოგიერთ პერიოდში, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ადგილი აქვს ყვავილების წარმოქ- მნას და ნასკვების განვითარებას. 7. განოყიერება ფორთოხალი უხვად მსხმოიარე მცენარეებს მიეკ- უთვნება. ისინი ერთსა და იმავე ნაკვეთზე დიდხანს იზრ- დება. ყოველწლიურად მოსავალთან ერთად ნიადაგიდან გამოაქვს საკმაო რაოდენობის საკვები ნივთიერებები და აღარიბებს მას. მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებები- დან გამომდინარე, აგროტექნიკის ამოცანაა კვების გაძლი- ერება ზრდის დასაწყისში ვარჯის ფორმირების დასაჩქა- რებლად. შემდგომში სასუქები, განსაკუთრებით კი აზო- ტიანი, გამოიყენება ზრდის ტალღების დაწყების წინ. ფორთოხლის პლანტაციების განოყიერებისა და ნა- ყოფების დიეტური თვისებების გამო, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცენარეთა კვების საკითხებს. ამიტომ განოყიე- რებაში ცალკეული საკვები ნივთიერებების როლის შესა- ფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ელემენტის იმ რაო- 26 დენობის ცოდნას, რომელიც გამოიტანება ნიადაგიდან მო- სავლის სახით. მაშასადამე, ნაყოფის მიერ ნიადაგის ასეთი გაღარიბება უნდა შეივსოს მათი განოყიერების საფუძველ- ზე. აზოტიანი სასუქები. აზოტის როლი მცენარის ზრდა-განვითარებაში მეტად დიდია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს განპირობებულია ამ კულტურების აზოტზე დიდი მოთხოვნილებით და წითელმიწა და ეწერ ნიადაგებში აზოტის სიღარიბით. აღნიშნული სასუქის მი- მართ მაღალ მოთხოვნას ფორთოხლის მცენარეები ამჟღავ- ნებენ ყვავილობის დროს. მასზე აზოტის ნაკლებობის გა- რეგნული ნიშნები პირველ რიგში ფოთლების სიყვითლე- ში ვლინდება, რომლის დროსაც ისინი სუსტად ვითარდე- ბიან, აქვთ დაკნინებული შეხედულება, მცირე ზომის, ღია მწვანე შეფერილობის ფოთლები და ტოტები, შემცირებუ- ლი აქვთ ყვავილებისა და გამონასკვული ნაყოფების რა- ოდენობა, ასევე მომავალი წლის სანაყოფე კვირტების ჩა- სახვა. აზოტით ცალმხრივი ჭარბი კვება იწვევს მცენარის გაძლიერებულ ზრდას, ფაშარი ქსოვილების მქონე დიდი ზომის ფოთლებისა და მოუმწიფებელ და უნაყოფო, ე.წ. “სანთელა” ყლორტების განვითარებას, რაც მათი ყინვის, დაავადებების, ავადმყოფობების და მავნებელთა მიმართ გამძლეობის შესუსტებას იწვევს, მცირდება ნაყოფმსხმოი- არობაც. განვითრებული ნაყოფები ნარინჯისფერის მაგივ- რად მწვანეა და უხარისხო, მიდრეკილება აქვთ სიდამ- პლისაკენ. 27 ფორთოხლის მცენარისათვის აგროწესების მიხედ- ვით საჭიროა ბაღში აზოტიანი სასუქების ყოველწლიური შეტანა – მისი ასაკი, მოსავლის დონისა და ნიადაგის განო- ყიერების გათვალისწინებით. ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ, გაეწრებულ, წითელმიწა, ყომრალ ნიადაგებზე გაშენებულ ბაღებში შეაქვთ: 1-3 წლამდე – 30-40 გ/მცენარეზე; 4-5 წლამდე – 60-80 გ/მცენარეზე; 6-8 წლამდე – 100-150 გ/მცენარეზე; 9 წელზე მეტი – 200-250 გ/მცენარეზე. ფოსფორიანი სასუქები. ფოსფორზე მცენარის მოთ- ხოვნა დამოკიდებულია მის ბიოლოგიურ თავისებურე- ბებზე, აზოტით კვების წყაროსა და ნიადაგში მის შემ- ცველლობაზე, რომლის გარეშე არც ერთ ცოცხალ უჯრედს არსებობა არ შეუძლია. ფოსფორი ადიდებს და აჩქარებს მცენარის მსხმოი- არებას, ხელს უწყობს მასში აზოტის შეღწევას და არეგუ- ლირებს აზოტურ კვებას, ფოსფორი ხნოვანი ნაწილებიდან ადვილად გადაინაცვლებს ახალგაზრდაში, ამიტომ მასში იგი ყოველთვის მეტია. ფოსფორის სიმცირე აფერხებს ზრდა-განვითარებას, ყვავილობასა და ნაყოფმსხმოიარობას. მცენარე ივითარებს მცირე ზომის მუქ-მწვანე ფოთლებს. ამ ელემენტის ძლიე- რი დეფიციტის პირობებში ყლორტის ქვედა ნაწილში წარ- მოქმნილი ფოთლები იღებენ ალისფერ შეფერილობას, შემდგომში ქსოვილების კვდომის შედეგად მათზე წარმო- 28 იქმნება ყავისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან ერთდე- ბიან, რის გამოც ფოთოლი მთლიანად ხმება და ცვივა. ფოსფორის დეფიციტის პირობებში მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების წარ- მოქმნა, განვითარებულია ყვავილები ნაადრევად ცვივა. კალიუმიანი სასუქები. კალიუმი მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის ნაყოფში და ვეგეტატიურ ორგანოებ- ში. ამ ელემენტის სიმცირის შემთხვევაში მცენარეები ივითარებენ დიდი რაოდენობით წვრილ ფოთლებს, რომ- ლებზეც შეინიშნება კალიუმის სიმცირის სიმპტომი – “კი- დეების სიდამწვრე”. განვითარებული ნაყოფები წვრილია, თხელი და სრიალა კანით, მუქი ფერის ლაქებით. კალი- უმით შიმშილის დროს კიდევ უფრო ძლიერდება ეს სიმ- პტომები, რის გამოც მინიმუმამდე ეცემა მათი მოსავალი და უარესდება ნაყოფების ხარისხი. ნიადაგში კალიუმიანი სასუქების შეტანა ხდება, გაცვლითი კალიუმის შემცველობის საფუძველზე. თუ მი- სი რაოდენობა 100 გ ნიადაგში 15 მგ-ზე ნაკლებია, ნიადაგი ღარიბია კალიუმით და საჭიროა მისი შეტანა სრული დო- ზით. თუ გაცვლითი კალიუმი 15-20 მგ-ის რაოდენობითაა, ასეთი ნიადაგი უზრუნველყოფილია და კალიუმიანი სა- სუქები არ შეიტანება. დადგენილია, რომ აღნიშნული სა- სუქების შეტანა წლოვანების მიხედვით დიდ ეფექტს იძ- ლევა: ღარიბ, ალუვიურ, ეწერ და წითელმიწა ნიადაგებზე 1-5 წლამდე შეიტანება 50 კგ, ხუთ წელზე მეტი ხნის ნარგა- ობაში 100 კგ, მდიდარ კარბონატულ ნიადაგებზე 1-5 წლის 29 ასაკში შეიტანება 60 კგ, ხოლო 5 წლის შემდეგ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ 100 კგ. კალიუმიანი სასუქების შეტანის საუკეთესო ვადე- ბია დეკემბერი და მარტი, გადაბარვისას ნიადაგში ჩაკეთე- ბით 15-20 სმ-ის სიღრმეზე. მაგნიუმიანი სასუქები. ბოლოდროინდელი გამოკ- ვლევებით დადგენილია მაგნიუმის მოქმედების შედეგე- ბი, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ფოთლების მოზაი- კურ შეფერილობაში. იგი შედის ქლოროფილის შემადგენ- ლობაში, ააქტიურებს ენზიმების მოქმედებას, მონაწილე- ობს ცხიმების დაგროვებაში. ამავე დროს მაგნიუმის მაღა- ლი შემცველობა ფოთლებში იწვევს ფოსფორის შეცირებას, ხოლო მისი დეფიციტი მცენარისათვის მეტად საზიანოა. ამ შემთხვევაში ვლინდება მწვავე ქლოროზი, ნაადრევი ფოთოლცვენა, იზრდება მგრძნობიარობა ყინვებისადმი, შეიმჩნევა მკვეთრი მეწლეობა, ნელდება მცენარის ზრდა, ეცემა მოსავალი, უარესდება ნაყოფის ხარისხი. მიკროელემენტები. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ აზოტის, ფოსფორის, კალიუმისა და მაგნიუმის გარდა ფორთოხლის ზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროება მიკ- როელემენტები – ბორი, თუთია, მოლიბდენი, სპილენძი და სხვა. მცენარის დარგვამდე განოყიერება. პლანტაციის გა- საშენებლად ნიადაგის მომზადება იწყება დარგვამდე ერ- თი ან ორი წლით ადრე. ამისათვის, ნიადაგის ღრმად, 45 სმ სიღრმემდე დამუშავებამდე, ვაკე ადგილებში და ტერა- სებზე დაბალი და საშუალო ნაყოფიერების ნიადაგებზე 30 შეიტანება 20-40 ტ ნაკელი ან ტორფკომპოსტი (2-4 კგ 1მ 2 - ზე), 500 კგ P2O5 (50 გ 1მ 2 -ზე), 100-200 კგ K2O (10-20 გ 1მ 2 - ზე), კირი 5-20 ტ/ჰა (0,5-2 კგ 1 მ-ზე). სასუქების ღრმად შე- ტანის აუცილებლობა განპირობებულია ლიმონის ფესვთა სისტემის ზედაპირული განვითარებით, რომლებიც ადვი- ლად ზიანდებიან მსხმოიარე ნარგაობაში სასუქების მექა- ნიზებული წესით ღრმად შეტანისას. სასუქების შეტანისა და პლანტაჟის შემდეგ, ნაკვე- თებზე პირველ წელს ითესება სათოხნი კულტურები, რო- მელთა ქვეშ ბოლო კულტივაციის დროს, ივლისის თვეში, წარმოებს სიდერატების ყვითელი ან ლურჯი ხანჭკოლას შეთესვა და მათი მწვანე მასის ზამთარში ან ადრე გაზაფ- ხულზე ჩახვნა. მეორე წელსაც ითესება სათოხნი კულტუ- რები და სიდერატები, რომლებიც ჩაიხვნება ნიადაგში მე- სამე წელს. ამგვარად მომზადებული ნიადაგი მდიდრდება ორგანული ნივთიერებებით, აზოტით და სხვა საკვები ელემენტებით. სიდერატების თესვა არის აგრეთვე ეროზი- ის და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სა- შუალება. ფორთოხლის მცენარეების დარგვის დროს განოყი- ერება. თუ ფორთოხლის პლანტაციის გაშენების წინ პლან- ტაჟის ჩატარებისას არ იქნა შეტანილი ორგანული და მინე- რალური სასუქები, მაშინ მათი გამოყენება უნდა მოხდეს ორმოში დარგვის დროს. ამისათვის წინასწარ ამზადებენ 100 სმ სიგანისა და 60 სმ სიღრმის ორმოს, რომლის 0-20 სმ ნიადაგის ფენა ცალკე უნდა იქნეს გატანილი და მასში შე- ერიოს ორმოში შესატანი ორგანული და მინერალური სა- 31 სუქების შემდეგი რაოდენობა: 10-25 კგ გადამწვარი ნაკე- ლი ან ტორფკომპოსტი, 5-8 კგ ბიოჰუმუსი, 120 გ P2O5 და 60 გ K2O, 1 კგ დეფეკაციური ტალახი ან 0,5-2 კგ კირი. მძი- მე თიხნარ ნიადაგებზე შეიტანება აგრეთვე 30 კგ ქვიშა, მსუბუქ ნიადაგებზე – თიხა და ლამი. ორგანული სასუქები. ფორთოხლის განოყიერების სისტემაში პირველი ადგილი უკავიათ ორგანულ სასუ- ქებს. ნიადაგში ორგანული ნივთიერებების სიმცირის დროს ადგილი აქვს ყვავილებისა და ნასკვების ინტენსი- ურ ჩამოცვენას. ნარგაობაში ორგანულ სასუქად შეიძელება გამოყენებულ იქნეს მისი ყველა ფორმა: ნაკელი, ბიოჰუმუ- სი, ტორფკომპოსტები, ტორფფეკალური კომპოსტები და სხვა, რომელთა ნორმები ცვალებადობს მცენარის ასაკისა და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით. ორგანული სასუქები საშუალო ნაყოფიერების ნია- დაგებზე შეიტანება 2 წელიწადში ერთხელ; მაღალი ნაყო- ფიერების მქონე ნიადაგებზე ოთხ – წელიწადში ერთხელ, ნიადაგის საშემოდგომო-საზამთრო დამუშავებისას. სიდერაცია. ბაღების ნაყოფიერების აღდგენაში დი- დი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე სასუქებს. ახალგაზრდა პლანტაციის დამუშავებულ ზოლში, აგრეთვე მსხმოიარე პლანტაციების მწკრივთაშორისებში, სადაც ნიადაგი და- ფარული არაა ხის ვარჯით, საჭიროა შემოდგომა-ზამთრის სიდერატების თესვა 20 ივლისიდან 15 აგვისტომდე. თუ რაიმე მიზეზის გამო სიდერატები არ დაითესა, მაშინ 1 აგ- ვისტოდან მწკრივთაშორისებში ტოვებენ ბუნებრივ ბა- 32 ლახს, რომელიც ითიბება 30-40 სმ-ის სიმაღლის მიღწევი- სას. მჟავე რეაქციისა და ჩარეცხილ ნიადაგებზე შემოდ- გომა-ზამთრის სიდერატებად გამოიყენება: ყვითელი, ლურჯი და თეთრი ხანჭკოლა, ბარდა და ჩიტფეხა, ხოლო კარბონატული და ტუტე რეაქციის ნიადაგებზე – მუხუდო, ცერცვი, ცერცველა და ცულისპირა. მწვანე სასუქების მოყვანა ბაღში ეკონომიურადაც გამართლებულია, რადგან ისინი ნაკელისა და ტორფკომ- პოსტების ანალოგიურ ეფექტს იძლევიან. ამასთან, 30-35 ტ/ჰა სიდერატების მწვანე მასის მისაღებად სულ საჭიროა 150-200 კგ თესლი და 100 კგ მინერალური სასუქი, რომელ- თა საერთო ღირებულება ბევრად ნაკლებია, შორი მანძი- ლიდან მოზიდულ ნაკელისა და ტორფკომპოსტების გადა- ზიდვაზე გაწეულ დანახარჯებთან შედარებით. ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მისაღებად აუცი- ლებელია მათ განოყიერების სისტემაში, მწვანე სასუქებ- თან ერთად, ჩართული იქნეს ბიოჰუმუსი და ბიოკომპოს- ტები. ბიოჰუმუსი შეიტანება სამ წელიწადში ერთხელ 15- 20 ტ/ჰა-ზე. ის საშუალებას იძლევა მთლიანად გამოირიც- ხოს მინერალური სასუქების გამოყენება და მხოლოდ რო- მელიმე საკვები ელემენტის დეფიციტის გამოვლინებისას შეიტანება მათი მინიმუმამდე შემცირებული ნორმები. დამულჩვა. მოსავლიანობის დამულჩვით გადიდე- ბის ეფექტურ საშუალებას დიდი ხანია იცნობენ სოფლის მეურნეობაში, თუმცა იგი ფართოდ არ გამოიყენება. ამის 33 მიზეზი ისიცაა, რომ კულტურების მიხედვით მულჩის ეფექტურობა ზუსტად დადგენილი არ არის. მულჩი (mulcha) ინგლისური სიტყვაა და მავნე მე- ტეოროლოგიური პირობების ზემოქმედებისაგან ნიადაგის დაცვას ნიშნავს. საქართველოში ნიადაგის დამულჩვის შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვნის აკად. მ. გოგოლიშ- ვილს, რომელმაც 1961 წელს პირველმა ქართულ ენაზე გა- მოსცა კაპიტალური ნაშრომი: “დამულჩვის თეორია და პრაქტიკა მევენახეობის ზოგიერთ რაიონში”. სადაც დაამ- ტკიცა, რომ დამულჩვის ეფექტურობა დამოკიდებულია მულჩის სახეობებზე, გამოყენების ხერხებზე, დროზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა ფაქტორებზე. სუბტროპიკულ რაიონებში, სადაც რთული რელი- ეფის გამო ციტრუსოვანთა ყვავილობის პერიოდში მორ- წყვა შეუძლებელია, მ. გოგოლიშვილი აუცილებლად მიიჩ- ნევს ნიადაგის დამულჩვას. მან საწარმოო ცდებით დაად- გინა, რომ დამულჩვის შემდეგ აღარ არის საჭირო ნიადა- გის ოთხჯერადი გათოხნა, ვინაიდან მას უკვე შენარჩუნე- ბული აქვს საკმარისი ტენი და შესაბამისი ტემპერატურა. ამ პირობებში მცენარე გაცილებით მეტ ნასკვს ინარჩუნებს და მოსავლის ნამატი 30%-ს აღწევს. მან დაამტკიცა, რომ დამულჩვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნიადაგის ჩვეულებრივი მოვლა. ცნობილია, რომ ზაფხულის გვალვა ციტრუსოვანთა განვითარებას აფერხებს, შემოდგომაზე ტენიანობის მომა- ტება კი აძლიერებს მცენარეთა ზრდას. სწორედ ეს გარემო- ება წარმოადგენს ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობის შე- 34 სუსტების ერთ-ერთ მიზეზს. მცენარეები თბილი შემოდ- გომის შემდეგ, ზამთარში ზიანდებიან. მაშასადამე, მულჩი არეგულირებს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ამ- ცირებს მის ამპლიტუდას, ზაფხულში ინახავს ტენს, ნარ- გავი ზომიერად და რიტმულად ღებულობს წყალს, ნორმა- ლურად ვითარდება. თუ იგი საღი და ძლიერია, არახელ- საყრელ პირობებს ადვილად იტანს. ჩვენში მულჩმასალად გამოიყენება, მწვანე ორგანუ- ლი მასა, ტორფი, ტოლი, სიდერატები და შავი პოლიეთი- ლენის აფსკი. მ. გოგოლიშვილმა და რ. ჯაბნიძემ (1984 წ) ფორთოხლის სადედე ბაღების თორმეტწლიან ნარგავებში ნიადაგის თბურ რეჟიმზე შავი პოლიეთილენის აფსკის ზე- გავლენის კვლევისას დაადგინეს, რომ აპრილ-მაისში პო- ლიეთილენის აფსკით დამულჩულ ნიადაგში 5-20 სმ-ის სიღრმეზე ტემპერატურამ 2,8 გრადუსით აიწია. 8. მოსავლის აღება ფორთოხლის მოსავალი თუ რა რაოდენობისაა, წი- ნასწარ საზღვრავენ. პირველი პროგნოზირება ჯერ კიდევ ყვავილობის პერიოდში ხდება, ხოლო შედარებით უფრო რეალური სურათი ნასკვების ცვენის შემდეგ გამოიხატება. დროული კრეფა საჭიროა, რათა, სუსტ ყინვაგამძლე მცენა- რეთა სახეობანი უკეთ მომზადებული შეხვდეს ზამთარს და შევძლოთ ყინვებისაგან დაცვის ყველა ღონისძიებების ჩატარება. 35 საბოლოოდ, მომავალი მოსავლის ოდენობის დად- გენა წარმოებს ნაყოფის სამეურნეო ვარგისიანობის პერი- ოდში. ფორთოხლი საჭიროა მოიკრიფოს მაშინ, როდესაც ნაყოფი მიიღებს ნარინჯისფერ შეფერილობას. კრეფა წარმოებს ნაყოფსაკრ 36 ლი, რადგან მასში გავლილი ქარი ძალას კარგავს და ბა- ღებში მეტად შესუსტებული აღწევს. მჭიდრო ზოლებში კი ქარებისაგან მოტანილი ჰაერის მასა გადაიტყორცნება გან- საზღვრულ მანძილზე და ბაღებში ძალით იჭრება. ზოლებს შორის მანძილი დამოკიდებული ქარსაცა- ვის სიმაღლეზე. იგი ქარსაფარ მცენარეთა სიმაღლეს 8-10 ჯერ უნდა აღემატებოდეს. მათი სიმაღლე ხშირად 10-15 მ-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, ზოლებიც ერთიმეორისაგან 80-150 მეტრის დაცილებით ეწყობა. ქარსაფარი შენდება ზოლად, ჭადრაკული წესით. მწკრივებს შორის დაშორება 2-4 მ, მწკრივებში მცენარეთა დაშორება კი ორი მეტრი უნდა იყოს, ეს დამოკიდებულია ნარგავების სახეობებსა და ნიადაგობრივ პირობებზე. არ უნდა დარჩეს ქარის გასასვლელი ღია ადგილები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა ცივი ჰაერის აცილება. პლანტაციების დასაცავად საჭიროა ფოთლოვანი ან წიწვოვანი ხეების იმ ჯიშების შერჩევა, რომლებიც ქარების მიმართ გამძლეობითა და სწრაფი ზრდით ხასიათდებიან. ესენია, ფოთლოვნებიდან: ევკალიპტი, აკაცია, ალვის ხე, ჭადარი, ვერხვი და სხვა. წიწვოვნებიდან: იაპონური კრიპ- ტომერია, კვიპაროსები (ლავზონის, პირამიდული, ჭაო- ბის), სექვოია, დუგლასის სოჭი. ფოთლოვნებთან ერთად შეიძლება იტალიური სოჭის გამოყენება. 37 10. ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებები ყინვაგამძლეობა გულისხმობს მცენარის უნარს, გა- უძლოს უარყოფით ტემპერატურას 0 0 -ზე უფრო დაბალი მოქმედებისას. სიცივეგამძლეობა კი ნიშნავს მცენარეთა გამძლეობას დაწეული დადებითი ტემპერატურების მიმართ, ე.ი. 0 0 -ზე უფრო მაღალი ტემპერატურის მიმართ; მაგალითად 0-5 0 , 1-100 ტემპერატურის გავლენა. ტროპიკული მცენარე სრუ- ლიად ვერ უძლებენ ყინვას, ზოგიერთი მათგანი +2-4 0 ტემ- პერატურის დროსაც კი იღუპება. ზამთარგამძლეობა გულისხმობს მცენარის მიერ არამარტო დაბალი ტემპერატურის გამძლეობას, არამედ ზამთრის სხვა საზიანო პირობების გადატანასაც, მაგალი- თად, როგორიცაა: ამოხუთვა, გამოშრობა და სხვა. უარყოფითი ტემპერატურის მოქმედება მცენარი- სათვის საზიანოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც იგი იწვევს უჯრედების ნაწილის სიკვდილს. უარყოფითი ტემპერატურის მოქმედებით ადგილი აქვს უჯრედშორისებში, ცალკეულ შემთხვევაში კი უჯრე- დის წვენში ყინულის კრისტალების წარმოშობას, ეს უკა- ნასკნელნი თანდათან იზიდავენ თავისკენ პროტოპლაზ- მისა და უჯრედის წვენის წყალს, რის შედეგადაც იზრდე- ბა უჯრედის წვენში ნივთიერებათა კონცენტრაცია და პლაზმა უწყლოვდება. ეს კი გაყინვის დროს უჯრედების დაღუპვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. 38 ამრიგად, დაბალი ტემპერატურა კი არ არის უჯრე- დისა და ქსოვილის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი, არა- მედ მის შედეგად უჯრედშორისებში წარმოშობილი ყინუ- ლის კრისტალების მიერ უჯრედის გაუწყლოება და პრო- ტოპლაზმის მექანიკური დაზიანება. რაც უფო სწრაფად მიმდინარეობს ტემპერატურის დაცემა, მით უფრო ძლიე- რია ყინვებით მცენარეთა დაზიანება. დადგენილია, რომ უჯრედების ყინვაგამძლეობა შეიძლება გაიზარდოს მათში შაქრების ან სხვადასხვა მა- რილების გადიდების გზით. ყინვაგამძლეობის გამდიდრე- ბულ ნივთიერებებს მიეკუთვნება გლუკოზა, საქაროზა, ცხიმი და შაქრები. ყინვებისაგან დაცვის ღონისძიებებს ყოფენ ორ ჯგუფად: არაპირდაპირ და პირდაპირ ღონისძიებებად. არ- აპირდაპირს მიეკუთვნება ყველა ის ღონისძიება, რომლე- ბიც მიმართულია მცენარეთა ყინვაგამძლეობის უნარის გადიდებისაკენ, მაგალითად: კულტურათა სწორი დარაიო- ნება და გაადგილება, ყინვაგამძლე საძირეზე მყნობა, საშე- მოდგომო სიდერატების თესვა, დამულჩვა, მორწყვა, ზრდის პროცესების რეგულირება, ნაზარდების წაჩქმეტა, მავნებლებისა და ავადმყოფობათა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და სხვა. ყინვებისაგან დაცვის პირდაპირ ღონისძიებებს წარ- მოადგენს საზამთროდ მიწის შემოყრა, ინდივიდუალური და ჯგუფური შეფუთვა და ღია გათბობა. ფორთოხლის კულტურაზე მიწის შემოყრა შეიძლე- ბა ფესვის ყელიდან 30-35 სმ-სიმაღლეზე 10 წლამდე, 39 რომლის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მკაცრი ყინვების დროს შეიძლება დაიღუპოს მიწის ზევით დარჩე- ნილი ნაწილი, ხოლო დაუზიანებელი დარჩეს მიწით და- ფარული ნაწილი, საიდანაც შესაძლებელია მცენარის სწრაფი აღდგენა. მიწის შემოყრა წარმოებს ნოემბრის მეორე ნახევარ- ში, არაუგვიანეს 1 დეკემბრისა. ამისათვის მცენარეს უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია 3%-იანი ბორდოს ხსნარით. შე- მოსაყრელი მიწა უნდა იყოს სუფთა, ზომიერად ტენიანი. მიწის შემოცლა წარმოებს არაუგვიანეს 1 აპრილისა. 40 გამოყენებული ლიტერატურა 1. რ. ჯაბნიძე - ჩაი და ციტრუსები. ბათუმი, 2004 წელი, 655 გვ. 2. გ. ჩხაიძე - სუბტროპიკული კულტურები. თბილისი, 1996 წ., ნაწილი მე-2, 560 გვ. 3. რ. ჯაბნიძე - სუბტროპიკულ მცენარეათა აგროტექნოლოგია. ბათუმი, 2011 წელი, 426 გვ. 4. რ. ჯაბნიძე, ვ. გოგუაძე-სასოფლო - სამეურნეო ეკოლოგია. ბათუმი, 2003 წ., 345 გვ. 5. გ. კილასონია - სუბტროპიკული მემცენარეობის საფუძვლები, ქუთაისი, 2009 წ. 6. რ. კოპალიანი, ვ. უგულავა - სუბტროპიკული მეხილეობა. ქუთაისი, 2010 წ, 224 გვ

ნანახია: 412 | დაამატა: balu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar